Foto

თბილისში დღეს დედების მარში გაიმართება

თბილისში დღეს დედების მარში გაიმართება.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდებების დედების მხარდასაჭერი მსვლელობა ზუსტად 18:00 საათზე სამთავრობო კვარტლიდან დაიწყება.

მშვიდობიან პროტესტს სხვა დაავადებების მქონე მოზარდების მშობლები და მედიკოსებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვეა მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. 

 მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეოთხე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ცდილობენ.